Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 მაი 2023

ათი წლის განმავლობაში განხორციელებული  რეფორმების შეფასება და სისტემური ცვლილების საჭიროება

ათი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შეფასებისა და სისტემური ცვლილების ადვოკატირების მიზნით, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2023 წლის 19 მაისს მართლმსაჯულების ფორუმს უმასპინძლა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ფორუმს სხვადასხვა სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სასამართლოს, საკანონმდებლო ორგანოს, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაჩმა, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების მნიშვნელობას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

„აშშ მუდამ უჭერდა მხარს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლო რეფორმის პროცესი უკიდურესად პოლარიზებული გახდა. ვენეციის კომისიის მიერ მარტში გამოქვეყნებულ მოსაზრებაშიც ხაზგასმულია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.  ეს არის მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილ 12 პრიორიტეტს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა დაასახელა. ნათელია, რომ საჭიროა შემდგომი რეფორმები, რათა ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და მოქალაქეებს ჰქონდეთ სასამართლო სისტემა, რომელიც მათ სურთ და იმსახურებენ“- განაცხადა ლიზა კოვაჩმა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ ხაზი გაუსვა არსებულ რთულ პოლიტიკურ გარემოს და აღნიშნა, რომ სასამართლოში მნიშვნელოვანი გარღვევების მიღწევა რთულია. მან ყურადღება გაამახვილა არადემოკრატიული მთავრობების დროს გატარებულ რეფორმებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის აუცილებლობაზე. იმნაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ პრობლემა უფრო მასშტაბურია, სცილდება მხოლოდ სამთავრობო გუნდს და მოიცავს მთელ პოლიტიკურ ლანდშაფტს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობაზე ისაუბრა. საიას თავმჯდომარემ სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა, ამავდროულად აღნიშნა დამოუკიდებელი მოსამართლეების მნიშვნელობა, რომლებსაც იშვიათად უსმენენ, თუმცა სისტემის მიმართ იმედს აჩენენ.

ფორუმზე თავისი ხედვები ასევე წარმოადგინეს ნანუკა ყრუაშვილმა (საია), ანა პაპუაშვილმა (სოციალური სამართლიანობის ცენტრი), ეკა გიგაურმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო), გიორგი დავითურმა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და ედუარდ მარიკაშვილმა (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაკურმა ხაზი გაუსვა ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერების აუცილებლობას და მნიშვნელოვან გამოწვევად სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა ნაკლებობა დაასახელა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილმა მოსამართლეების მიერ სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაჟღერებაზე ისაუბრა.

ფორუმის მონაწილეებმა შეაფასეს ათი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და ისაუბრეს სისტემური ცვლილებებისთვის ადვოკატირების აუცილებლობაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები